logo
ENG



კახა კოჟორიძე: დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნებაა"

09 ნოე 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
fvmf3tm2pby5z11.jpg

გუშინ კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას მოძრაობა "ლელოშიც", სადაც საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მოძრაობაში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფები ხელისუფლების ხელშეწყობით რუსულ ინტერესებს ატარებენ.

„წინასწარ დაანონსებული მშვიდობიანი საპროტესტო  აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. განვითარებული მოვლენები პირდაპირ ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის პროპაგანდისტულ ხაზსს,“ - განაცხადა მოძრაობა "ლელოს" წევრმა დეა მეტრეველმა.

მოძრაობა „ლელოს“ წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნება".

„დესტაბილიზაციის მთავარი წყარო დღეს საქართველოში არის არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნება". "ქართულმა ოცნებამ" რაც გამოავლინა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - ეს არის კრიზისების მართვის ორიგინალური უნარი,“ - აცხადებს კახა კოჟორიძე.

 


close დახურვა